კორონავირუსი საქართველოში

1 097 ახალი შემთხვევიდან თბილისში 484 დადასტურდა, იმერეთში – 185, აჭარაში – 81

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 097 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 484 თბილისში აღირიცხა, 185 – იმერეთში, 81 – აჭარაში,  63 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში – 84,  გურიაში – 26, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 61, კახეთში – 61, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 5. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდვ 25 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 208 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი. 

27 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 221 605 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 203 547 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 377 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები