კორონავირუსი საქართველოში

1 881 ახალი შემთხვევიდან თბილისში 863 დადასტურდა, იმერეთში – 259, აჭარაში – 97

armradio.am

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 881 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 863 თბილისში აღირიცხა, 259 – იმერეთში, 97 – აჭარაში,  145 – შიდა ქართლში, ქვემო ქართლში - 168,  გურიაში - 35, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 112, კახეთში - 108, მცხეთა-მთიანეთში - 54, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 11. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი. 

25 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 218 724 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 196 220 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 313 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები