პორტუგალია-ესპანეთი

პორტუგალია აღშფოთებას გამოხატავს მას შემდეგ, რაც ესპანელებმა 500 გარეული ცხოველი მოკლეს

პორტუგალიის ოფიციალურმა პირებმა აღშფოთება გამოხატეს ქვეყნის ცენტრში სანადირო ზონაში 500-ზე მეტი ირმისა და გარეული ტახის მოკვლის გამო.

ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა ჟოაო ფერნანდესმა თქვა, რომ 16 ესპანელი მონადირის მიერ ეს მკვლელობა "სისაძაგლე" და "გარემოს მიმართ დანაშაულია", რომელიც უნდა გამოიძიონ.

ცხოველების დაკვლის ამსახველი ვიდეოები და სურათები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

BBC წერს, რომ ერთეულ ცხოველებზე ნადირობა ნებადართულია, მაგრამ ამბობენ, რომ ამ ინციდენტის შედეგად, ზონაში მცხოვრები ირმების უმეტესობა დაიღუპა.

სავარაუდოდ, ცხოველები ტორობელის ტურისტული ნადირობის ზონის ფერმაში 17 და 18 დეკემბერს მოკლეს, აზამბუჯასთან ახლოს, რაც ლისაბონიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

როგორც BBC წერს, 1100 ჰექტარის ფერმა შემოღობილია, რაც იმას ნიშნავს, რომ 540 ცხოველს გაქცევის საშუალება არ ჰქონდა.

კომენტარები