თავდაცვის სამინისტრო

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებული ჯარისკაცი თბილისში იპოვეს

21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებული ჯარისკაცი  - თეიმურაზ გიუნაშვილი თბილისში იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი". - წერს შსს. 

 

კომენტარები