დაჭრა ფალიაშვილზე

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

flickr

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე 30-წლამდე კაცი დაჭრეს. დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული.

როგორც კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი  TV ფორმულასთან ამბობს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"გუშინ საღამოს შემოიყვანეს, სახის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღრმა და შემავალი ჭრილობები არ აქვს". - ამბობს მახარაშვილი. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები