ლეოპარდი

სნაიპერმა კაციჭამია ლეოპარდი მოკლა

გასული 35 დღის განმავლობაში ცხოველმა 12 ადამიანი მოკლა და შეჭამა. ლეოპარდი სანადიროდ 3 დღეში ერთხელ გამოდის. შეშინებული მოსახლეობა სახლებშია ჩაკეტილი.

Tabula

ინდოეთში, შტატ მახარაშტრაში კაციჭამია ლეოპარდის დევნა დასრულდა. მოწვეულმა სნაიპერმა ცხოველი მოკლა.

გასული 35 დღის განმავლობაში ცხოველმა 12 ადამიანი მოკლა და შეჭამა. ლეოპარდი სანადიროდ 3 დღეში ერთხელ გამოდის. შეშინებული მოსახლეობა სახლებშია ჩაკეტილი.

პირველი რამდენიმე შემთხვევის შემდეგ შტატის ტყის დეპარტამენტმა ნადირის დასაჭერად ჯუნგლები გაჩხრიკა. ჩხრეკაში 80 ადამიანი მონაწილეობდა, გარდა ამისა, რეინჯერებმა რამდენიმე კამერა და მახე გამოიყენეს, მაგრამ ლეოპარდს ვერ მიაკვლიეს.

მკვლელობები გაგრძელდა და ადმინისტრაციამ ცხოველის მოკვლის ბრძანება გასცა. მახარაშტრის ტყის დეპარტამენტმა შტატ პუნადან სნაიპერი ხარშვარდანა ტავარე მოიწვია, მეწყვილესთან ერთად ის ლეოპარდს გადაეყარა და ცეცხლი გაუხსნა, თუმცა ნადირმა უვნებლად გაქცევა მოახერხა.

ინდოეთში მსგავსი შემთხვევები ახალი არ არის. 2019 წელს მოხდა ლეოპარდმა ოთხი თვის ბავშვი მოიტაცა და შეჭამა.

კომენტარები