ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

ალპინისტებმა ევერესტიდან 8.5 ტონა ნაგავი ჩამოიტანეს

ოთხწლიანი შრომის შედეგად შეინიოს ხელმძღვანელობით ალპინისტების ჯგუფმა ევერესტიდან ათწლეულების განმავლობაში მთასვლელების მიერ დატოვებული ნაგავი ჩამოიტანეს, რომლის წონამ 8.5 ტონა შეადგინა

ოთხშაბათი, 23 დეკემბერი, 2020 - 14:21
Bored Panda
tbl.ge/5ccm
დაკოპირდა

2016 წელს ფრანგმა ალპინისტმა და ეკოაქტივისტმა, მარიონ შეინიო-დიუპუიმ პროექტი -"Clean Everest" წამოიწყო, რომელიც მსოფლიოს უმაღლესი მთის დასუფთავებას ემსახურება. 

ოთხწლიანი შრომის შედეგად, შეინიოს ხელმძღვანელობით, ალპინისტების ჯგუფმა ევერესტიდან ათწლეულების განმავლობაში მთასვლელების მიერ დატოვებული ნაგავი ჩამოიტანეს, რომლის წონამ 8.5 ტონა შეადგინა. ჯგუფის წევრების განცხადებით, ევერესტის სამი მეოთხედი დასუფთავებულია. დასუფთავების სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. 

შეინიო-დიუპუის თქმით, ევერესტი მხოლოდ დასაწყისია, მომავალში ის ჰიმალაის სხვა მწვერვალების დასუფთავებასაც აპირებს.

"ევერესტზე ლაშქრობა ადამიანსა და ბუნებას შორის უმწიკვლო ინტერაქციის მაგალითი უნდა იყოს. 2013-ში, როდესაც მწვერვალი დავლაშქრე გავაცნობიერე, რომ 30-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ მწვერვალზე ტონობით ნაგავი მოგროვდა. ამ ფაქტთან შეგუებას არ ვაპირებდი და წამოვიწყე კამპანია". – ამბობს შეინიო-დიუპუი, რომელმაც ევერესტი სამჯერ დალაშქრა.

 

 

 

ალპინიზმიალპინისტიაქტივისტიმთასვლელიდასუფთავებაევერესტიევერესტის დალაშქვრაევერესტის მწვერვალი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕