კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: თუ გაზაფხულზე დღეში 400 ტესტს ვაკეთებდით, დღეს ეს რიცხვი 20 000-ია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

„თუ გაზაფხულზე ყოველდღიურად ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით
400, დღეისათვის ეს მონაცემი 20000-ს აღწევს“. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თქვა.

მისივე თქმით,  ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციისთვის შეიქმნა ონლაინ კლინიკები, ცხელების ცენტრები, საკარანტინე და ცხელების სასტუმროები, სადაც პაციენტები ხარისხიან მომსახურეობას იღებენ.


"მოვახდინეთ ლაბორატორიული ქსელის მობილიზება, რის შედეგად ლუგარის
ლაბორატორიის გარდა, კერძო დაწესებულებებშიც ამოქმედდა PCR ტესტირება.
ტესტირების ნაწილში ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს: თუ
გაზაფხულზე ყოველდღიური ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 400,
დღეისათვის ეს მონაცემი 20000-ს აღწევს". - ამბობს ტიკარაძე. 

22 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 21 2526 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 188 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 182 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები