კორონავირუსი საქართველოში

კვების ობიექტები და რესტორნები მუშაობას გატანის სერვისზე გააგრძელებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე, ქვეყნის მასშტაბით, რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობას გატანის სერვისზე გააგრძელებენ.

 

ასევე, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის და საქალაქთაშორისო გადაადგილების [კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული] შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.

24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე არ გაიხსნება ბაზრობები. მუშაობას გააგრძელებენ აგრარული ბაზრები.

ამავე პერიოდში, სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესების დაცვით იფუნქციონირებენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე;
  • მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
  • მაღაზიის ფართის ყოველ 20მ დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
  • ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;
  • ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;
  • აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;
  • ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

კომენტარები