ანიმე

რუსეთის პროკურატურა "სიკვდილის დღიურისა" და "ნარუტოს" აკრძალვას ითხოვს

პროკურატურის განმარტებით აღნიშნულ პროექტებში "სხეულის მფრინავი ნაწილების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების" სცენებია.

Tabula

ქალაქ სანქტ-პეტერბურგის პროკურატურამ რაიონულ სასამართლოში ანიმეების აკრძალვის მოთხოვნით საჩივარი შეიტანა.

ჩამონათვალში მოხვდა "სიკვდილის დღიური", "ნარუტო", "ტერორის ექო", "ელფური სიმღერა", და "Interspecies Reviewers".

პროკურატურის განმარტებით აღნიშნულ პროექტებში "სხეულის მფრინავი ნაწილების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების" სცენებია.

სულ სასამართლომ 5 საჩივარი მიიღო, რომელშიც 49 სხვადასხვა პროექტია დასახელებული, ანიმეს გარდა ჩამონათვალში ფილმები და სიმღერებიც მოხვდა.

კომენტარები