ტაბულას ონლაინ გამოწერა

ტაბულას ონლაინ გამოწერის გვერდი→

გამოწერის პირობები:

საქართველოს ფარგლებში, თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მიტანა უფასოა.
ერთი ნომრის ღირებულება ერთი ლარია.
ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია მიახლოებით 3, 6 ან 12 თვის ვადით (13 ნომერი — 13 ლარი, 26 ნომერი — 26 ლარი და 52 ნომერი — 52 ლარი). ჟურნალის გამოსვლის გრაფიკის დროებითი ცვლილების შემთხვევაში, წინასწარ შეგატყობინებთ.

როგორ გამოვიწეროთ:

ტაბულას გამოწერა შეგიძლიათ მისამართზე http://www.tabula.ge/subscriptions/.
ჟურნალის გამოსაწერად უნდა იყოთ შესული სისტემაში. გამოწერა შეუძლია როგორც ადგილობრივი (ტაბულას საიტზე შექმნილი) ანგარიშით, ისე ფეისბუკის ანგარიშით შესულ მომხმარებელს.

გთხოვთ გამოწერის ფორმაში მიუთითოთ მხოლოდ ზუსტი ინფორმაცია — ფორმაში მითითებული მონაცემები გამოიყენება თქვენთვის ჟურნალის მისაწოდებლად და დაკავშირებისთვის.

გამოწერის ფორმები განსხვავებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის — გთხოვთ აირჩიოთ თქვენი სიტუაციის შესაბამისი ფორმა.

კომენტარები