კობახიძე: არ გამოვრიცხავ, რომ გავრილოვი, ევროპული საქართველო და ენმ ერთად მოქმედებდნენ

საინტერესო ის არის, რომ წინასწარ იყო მომზადებული ამ მოვლენისთვის რადიკალური ოპოზიცია. რა და როგორ, ეს არ ვიცით. 

გავრილოვი ძალიან დაბალი დონეა ამისთვის, მაგრამ ჩვენ, ზოგადად, სინქრონს ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე ქმედებებს შორის - ოპოზიციის, ან, თავის დროზე, ხელისუფლების ქმედებებსა და რუსების ქმედებებს შორის. 2008 წელს ვინ მოქმედებდა სინქრონში? საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება. სინქრონით ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიების 20% 

არ გამოვრიცხავ [გავრილოვი, რუსეთი და ევროპული საქართველო, ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ] გამომდინარე იქიდან, რომ 10 დღით ადრე ჰქონდათ ტრანსპარანტები დაბეჭდილი. ინფორმაცია გვაქვს შესაბამისი სტამბიდან.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან გავრილოვის ღამეზე საუბრისას.

კომენტარები