ქართული ოცნება

კობახიძე ივანიშვილის შესაძლო წასვლაზე: ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, ინფორმაცია არ გვაქვს

ივანიშვილი - კობახიძე

"ყველაფერი არის მისი გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს ." - ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან შესაძლო გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას.  

"მას არ აქვს სურვილი, რომ იყოს პოლიტიკაში, თუმცა, მისთვის შემობრუნება იყო ერთგვარი იძულება, რაც მან განმარტა. მას არ ჰქონდა არასდროს სურვილი და, ალბათ, არც ახლა აქვს სურვილი, რომ იყოს აქტიურად ჩართული პოლიტიკაში, თუმცა ამას მოითხოვს გარემოებები." - ამბობს კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

რაც შეეხება მის შესაძლო პრემიერობას, კობახიძე ამბობს, რომ ყრილობა არ იგეგმება და "წლის ბოლომდე, ყოველ შემთხვევაში, არანაირი გეგმა არ გვაქვს." 

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომასა და თავის ნაცვლაც ირაკლი კობახიძის დანიშვნას განიხილავს. იმავე წყაროების ცნობით, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერმინისტრის თანამდებობაზეც.

ბიძინა ივანიშვილი პარტიულ პოლიტიკაში ოფიციალურად 2018 წლის აპრილში დაბრუნდა - ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობაზე. 2012 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თითქმის ყველა არჩევნების წინ საჯაროდ უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას, ხოლო 2016 წელს ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში და რეგიონებში შეხვედრებს მართავდა.

კომენტარები