კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის რესპუბლიკურის კლინიკურ მენეჯერს COVID-19 დაუდასტურდა – ის მუშაობას აგრძელებს

მთავარი/კადრი ვიდეოდან

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერ გია კიკაბიძეს COVID-19 დაუდასტურდა. როგორც კიკაბიძე ამბობს, მას განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს და პაციენტებს მასთან კონტაქტით საფრთხე არ ემუქრებათ.

"თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ, განსაკუთრებული ჩივილები არ მაქვს. მოვთავსდი ჩემთან კლინიკაში და ვმკურნალობ.

თუ კარგად გრძნობ თავს და არ გაქვს რაიმე ნიშნები, როდესაც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დადის და შემოვლებს აკეთებს, პაციენტებს ნახულობს, არ არის მგონი ცუდი. ისინიც ინფიცირებული არიან და ჩემგან არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ მათ რამე დაემართოთ". – ამბობს კიკაბიძე. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 39 პაციენტი. დადასტურდა ინფიცირების 1 731 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 599 ადამიანი. 20 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 26 077 აქტიური შემთხვევაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 638 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 180 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 094 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები