კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 104 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 417 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 104 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 417 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 511 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 138, იმერეთში – 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 217 ადამიანი იმყოფება, აჭარაში – 35, იმერეთში – 63

ქვეყანაში კორონავირუსის 26 077 აქტიური შემთხვევაა. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 39 პაციენტი. დადასტურდა ინფიცირების 1 731 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 599 ადამიანი. 20 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 208 638 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 180 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 094 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები