კორონავირუსი საქართველოში

მეუფე იობი კლინიკაში COVID-19-ით მოთავსდა – მდგომარეობას არ ამბობენ, კურთხევა არ აქვთ

ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ინფორმაცია ტაბულას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. 

როგორც ტურძელაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ ისაუბრებს, რადგან ამაზე მეუფე იობის კურთხევა არ აქვს. 

19 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 206 907 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 175 842 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 055 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები