რელიგია

ეზიდები მთავარ დღესასწაულს – "აიდა ეზიდ"-ს აღნიშნავენ

დეკემბრის პირველ პარასკევს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით (იულიანური) ეზიდები აღნიშნავენ ეზიდურ მთავარ დღესასწაულს "აიდა ეზიდ"-ს, რომელსაც წინ უძღვის სამდღიანი მარხვა. ყოველი ეზიდი ვალდებულია, ეს მარხვა დაიცვას, რადგან ის დაკავშირებულია სამყაროს დაბადებასთან და ასევე უფლის ამქვეყნად მოვლინებასთან.

ეზიდურ წმინდა ყავლებში "ეზიდ" არის შემოქმედის ერთ-ერთი ეპითეტი. მარხვის დასრულების შემდეგ ეზიდები შეწირულობას გასცემენ გაჭირვებულებისთვის და ერთმანეთთან სტუმრად მიდიან.

კომენტარები