ტომ კრუზი

ტომ კრუზმა გადამღები ჯგუფის წევრებს კვლავ უყვირა, ხუთმა ადამიანმა პროექტი დატოვა

Stuff

შეუსრულებელი მისიის მეშვიდე ნაწილის გადასაღებ მოედანზე ტომ კრუზს კვლავ ნერვებმა უმტყუნა და პროექტში მონაწილე ადამიანებს, კორონავირუსის რეგულაციების დარღვევის გამო უყვირა. 

პირველი ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, გამოცემა The Sun-მა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც მსახიობი გადამღები ჯგუფის ორ წევრს უყვირის. 

მეორე შემთხვევა იმით დასრულდა, რომ გადამღები ჯგუფის ხუთმა წევრმა პროექტი დატოვა.

"დაძაბულობა თვიდან თვემდე იზრდება და ეს ბოლო წვეთი იყო. აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ბრაზი უფრო მომწიფდა. რამდენიმე თანამშრომელმა პროექტი დატოვა. ტომს მოთმინების ფიალა აევსო, ნებისმიერ დარღვევაზე მწვავედ რეაგირებს, მას გული სწყდება, რომ გადამღები ჯგუფის სხვა წევრები რეგულაციებს არასერიოზულად აღიქვამენ. ბოლოს და ბოლოს მას, როგორც პროდიუსერს, დიდი პასუხისმგებლობა აქვს ტვირთად". – ამბობს გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

ამავე თემაზე:

კომენტარები