კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 148 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 427 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 148 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 427 მართვით სუნთქვაზეა 

თბილისში 523 მძიმე პაციენტია, აჭარაში 134, იმერეთში კი - 269. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 212 ადამიანია, იმერეთში - 53, აჭარაში - 43. 

18 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 204 003 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 171 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 002 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები