ოცნების კანონპროექტი

ჯაფარიძე დაფინანსების შეწყვეტაზე: პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს

ქართული ოცნების განცხადებები ემსახურება იმას, რომ შეიძლება ზეწოლა მოხდეს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებზე, ვისაც აინტერესებს დაფინანსების საკითხი. მე ეგეთი არ ვარ და ვთვლი, რომ ეგ დაფინანსება საერთოდ ჩასახსნელია და ქართული ოცნებისთვისაც, პირველ რიგში. 

მოკლევადიან პერსპექტივაში ეს იქნება პრობლემა ოპოზიციური პარტიებისთვის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ისინი ჩამოკიდებულები იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე და ეგ არის პრობლემა. სინამდვილეში, თუ მართლა ეგ მოხდება, ეს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს. მართლა პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან ეცდებიან დაფინანსების მოძიებას, ისევე როგორც ამას ვაკეთებ მე, გირჩი აკეთებს ამას, ეს არის სწორი. 

გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მმართველი გუნდის ინიცირებულ კანონპროექტებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მათ, ვინც მანდატებზე უარი თქვა, დაფინანსება გაუუქმდებათ.

კომენტარები