ოცნების კანონპროექტი

სამადაშვილი: კომიკურია, ქართული ოცნება მმართველობის 8 წლის შემდეგაც სააკაშვილს ებრძვის

კომიკურია, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის თავზე. მას შემდეგ, რაც სამართლებრივი დევნა განახორციელა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ და მას მოუწია პოლიტიკურ დევნილობაში წასვლა. დღეს ისევ ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, როგორც მთავარ ოპონენტს. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო. იმიტომ რომ სააკაშვილი სულ რომ არ გამოჩნდეს, არცერთ ტელეეკრანზე, ასობით ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის ის იქნება სასურველი პოლიტიკური ლიდერი. ეს არის რეალობა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია პირველთან ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ენმ-ს არჩევნებიდან მოსახსნელად ბერკეტს ქმნის.

კომენტარები