კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 430 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 430 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 520 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 140, იმერეთში კი - 246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 209 ადამიანია, აჭარაში - 50, იმერეთში - 62. 

17 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 201 368 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 169 282 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 953 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები