აშშ-ირანი

ირანის პრეზიდენტი: გვიხარია, რომ ტრამპი მიდის

ჰასან როუჰანი
Times of Israel

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ, თქვა, რომ იგი ბედნიერია, რომ დონალდ ტრამპი ტოვებს აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობას.

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს პრეზიდენტს "ტერორისტსა და მკვლელს", "ყველაზე არაკანონიერ პრეზიდენტსა" და "ტირანს" უწოდებს.

"ზოგი ამბობს - თქვენ ძალიან აღელვებულები ხარ ბატონი ბაიდენის მოსვლით. არა, არ ვართ, თუმცა, ძალიან გვიხარია ტრამპის წასვლა". – თქვა როუჰანიმ.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუარესდა. ტრამპმა აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და მიზეზად დაასახელა, რომ ირანი შეთანხმების პირობებს არღვევდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა.

მას შემდეგ აშშ-მ ირანს არაერთი სანქცია დაუწესა.

კომენტარები