კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: ამ დღეებში შევხვდები არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებს, ვისაუბრებთ ძალიან სერიოზულად

რაც შეეხება 24 რიცხვიდან მოსალოდნელ გარკვეულ გახსნას სხვადასხვა ინდუსტრიის, კერძოდ, ვაჭრობის სექტორის, თქვენ იცით, რომ წერტილოვანი შეზღუდვები გვაქვს დაწესებული და გვაქვს უკვე პირველი მოკრძალებული ნიშნები სტაბილიზაციის. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ პოზიტიურ ნიშნებს, რაც არის პირდაპირი შედეგი იმ წერტილოვანი შეზღუდვების და რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის.

მართლაც, ამ შეზღუდვების ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა, სამედიცინო სექტორი ახლა უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოითქვა, აქედან გამომდინარე, ამ დღეებში, პრემიერმინისტრის დავალებით შევხვდები არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებს, ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად, თუ რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება იმ პერიოდში და წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ჩვენ ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ ჩვენი ერთობლივი შრომით...

კომენტარები