თბილისის მერია

კალაძე: მინდა, საახალწლო დღეები სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე იყოს

რამდენიმე დღეში ახალი წელი მოდის. ახალი, იმედიანი მოლოდინი გვაქვს ყველას, რა თქმა უნდა, უნდა შევქმნათ ეს განწყობა. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას COVID-19 ვერ და არ მოერიოს.  

საახალწლო დღეები მინდა, იყოს სიყვარულით, თანადგომით და სითბოთი აღსავსე. ჩვენ გვინდა ერთიანობით სავსე ახალი წელი, სოლიდარობით სავსე თბილისი. სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთმანეთის მხარდაჭერა - ამაზე მაგარი არაფერი არ არის. 

მე ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, რომ ამ რთულ ვითარებაში, თუნდაც პანდემიის პირველი ტალღის დროს, მთელი თბილისი გაერთიანდა, რომ გვერდში დავდგომოდით იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა პანდემიის პირობებში. ეს პროცესი ახლაც გრძელდება...

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები