კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევიდან 1 477 თბილისში დადასტურდა, 533 - იმერეთში, 280 – აჭარაში

ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280, იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

16 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 198 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 167 281 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 922 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები