მედია თავისუფლება

მსოფლიოში წელს 274 ჟურნალისტია დაპატიმრებული, აქედან ყველაზე მეტი, 47 - ჩინეთში

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) პირველი დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში, სულ მცირე, 274 ჟურნალისტია დაპატიმრებული, აქედან ყველაზე მეტი, 47 - ჩინეთში. უკვე მიყოლებით მეორე წელია, ჩინეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტი იმყოფება ციხეში.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ 90-იანების დასაწყისიდან მონაცემების აღრიცხვა დაიწყო, 2020 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს ახალი კორონავირუსის პანდემიის რეპორტაჟში მთავრობის ხელის შეშლის ან პროტესტის ჩახშობის დროს. 

პროტესტი და პოლიტიკური დაძაბულობა დაპატიმრებების მთავარი მიზეზი იყო. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი, 37 ჟურნალისტი დააპატიმრეს თურქეთსა და ეგვიპტეში - 27.

დაპატიმრებული ჟურნალისტების ორ მესამედს ბრალად ედებოდა ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულები, როგორიცაა ტერორიზმი ან აკრძალული ჯგუფების წევრობა, ხოლო თითქმის 20%-ში ბრალდება არ გამოქვეყნებულა.

"ყალბი ახალი ამბის" გამო წელს მსოფლიოში 34 ჟურნალისტი მოხვდა ციხეში, როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 31 იყო. 

"შოკისმომგვრელი და შემზარავია, რომ ჩვენ ვხედავთ რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტებს, რომლებიც გლობალური პანდემიის დროს დაპატიმრებულები არიან". – თქვა კომიტეტის დირექტორმა, ჯოელ საიმონმა. 

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური მონაცემების თანახმად, 42 ჟურნალისტი და მედიაში მომუშავე პირი მოკლეს თავიანთი საქმიანობის შესრულების დროს. 

 

კომენტარები