მარტო სახლში

10 ფაქტი "მარტო სახლშის" შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდით

Grit Daily News

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საშობაო ფილმის, "მარტო სახლშის" გამოსლვიდან 30 წელი გავიდა. 

გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს პირველი და მეორე ნაწილის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდით.

1.კევინი მაინც ვერ გაფრინდებოდა ოჯახთან ერთად, ვინაიდან პიცის ინციდენტის შემდეგ მისი ბილეთი მამამისმა შემთხვევით ნაგავში გადააგდო.

2.პირველ ნაწილში მარვის შიშველი ტერფები ხელოვნურია. მსახიობ დენიელ სტერნს ტერფის ფორმის ფეხსაცმელი აცვია.

3.მეორე ნაწილი დონალდ ტრამპის კუთვნილ სასტუმროში გაიმართა, სანაცვლოდ მომავალმა პრეზიდენტმა ეპიზოდური როლი მოითხოვა.

4.კევინის უფროსი ძმის, ბაზის გერლფრენდი რეალურად პარიკიანი ბიჭია. რეჟისორის აზრით, ხუმრობა ნებისმიერი გოგოსთვის ზედმეტად დამამცირებელი იქნებოდა.

5.ჩვენთვის უცნობია "მტრედებიანი ქალის" პერსონაჟის სახელი.

6.ფილმი Angels With Filthy Souls, რომლითაც კევინი მძარცველებს აშინებს, რეალურად არ არსებობს. ერთწუთიანი ეპიზოდი სპეციალურად მარტო სახლშისთვის არის გადაღებული.

 

7.მარვი სხვადასხვა სახლიდან მოპარულ შუშის გლობუსის სათამაშოებს აგროვებს.

8.ამ სცენიდან ვიგებთ, რომ ჰარი დაოჯახებულია. მას ნიშნობის ბეჭედი უკეთია.

9.ფილმის პოსტერი ედვარდ მუნკის "კივილის" გავლენით შეიქმნა.

10.კევინმა ნაძვის ხე თავის სიმაღლეზე გადაჭრა, რათა მორთვა არ გასჭირვებოდა.

კომენტარები