კორონავირუსი საქართველოში

კახი კავსაძე კორონავირუსისგან განიკურნა

commersant

მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. 

"გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაეწერა ბინაზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია". –თქვა ტურძელაძემ. 

კახი კავსაძეს კორონავირუსი 29 ნოემბერს დაუდასტურდა. ის კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს.  

კომენტარები