აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020

აშშ-ს საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩია

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხოლო ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება. ამის შესახებ ცნობილი კოლეგიაში გამართული არჩევნების შემდეგ გახდა.

გამოცხადების მომენტში ჯო ბაიდენს 302-მა ელექტორმა დაუჭირა მხარი, ხოლო მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს – კოლეგიის 232-მა წევრმა. გამარჯვების აუცილებელი 270 ხმა ჯო ბაიდენმა მას შემდეგ მიიღო, რაც კოლეგიამ კალიფორნიის ელექტორალური კოლეგიის ხმები დათვალა, შტატს 55 ელექტორალური ხმა აქვს. 

ამგვარად, ტრადიციისამებრ 20 იანვარს ვაშინგტონში გასამართ ინაუგურაციაზე აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის წევრი ჯო ბაიდენი გახდება. ბაიდენი წარსულში სხვა თანამდებობებთან ერთად 2009-2016 წლებში, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები იმგვარად არის მოწყობილი, რომ საბოლოოდ პრეზიდენტს სწორედ საარჩევნო კოლეგია იღებს. არჩევნების დასრულების შემდეგ თითოეული შტატი კონგრესში თავისი წარმომადგენლობის რიცხვის პროპორციულ რაოდენობას. ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მინიმალური უპირატესობის შემთხვევაში, სხვადასხვა შტატის საარჩევნო კოლეგიის წევრების ყველა ხმა სწორედ გამარჯვებულ კანდიდატს მიაქვს. [გამონაკლისია მენი და ნებრასკა, სადაც ცალკეული ოლქის ელექტორალური ხმა, შესაძლოა, დამარცხებულ კანდიდატს შეხვდეს.]

ტექნიკურად პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება: კოლეგია არ იკრიბება ერთ კონკრეტულ ადგილას, თითოეული მათგანი საკუთარ შტატში ავსებს შესაბამის ბიულეტენს და ფოსტის მეშვეობით გზავნის სენატში. ფორმალურად ოფიციალური შედეგები 10 დღეში გასაჯაროვდება. 

კომენტარები