აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ტრამპი: არაფერს ვაღიარებ, ბაიდენმა მხოლოდ Fake News მედიის თვალში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპი
Twitter

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამბობს უარს, აღიაროს დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპის თქმით, ამის მიზეზი კი ის არის, რომ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის Tweeter-ზე დაწერა. 

"მან [ჯო ბაიდენმა] მხოლოდ Fake News მედიების თვალში გაიმარჯვა, მე არაფერს ვაღიარებ. ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ეს იყო ფალსიფიცირებული არჩევნები", - წერს დონალდ ტრამპი. 

ამ განცხადებამდე დაახლოებით, ერთი საათით ადრე დონალდ ტრამპმა, Fox News-ის სიუჟეტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ბაიდანმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო. 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. არჩევნების ხმების დათვლის პროცესი და ოფიციალური შედეგები ჯერაც არ გამოქვეყნებულა. ეს პროცესი რეკორდული აქტივობისა და ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის მაღალი მაჩვენებლის გამო გაიწელა. 

მიუხედავად ამისა, ამერიკული მედიების დიდმა ნაწილმა წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გამარჯვებულად გამოაცხადა ჯო ბაიდენი, რომელმაც უკვე დააგროვა გამარჯვებისთვის აუცილებელი ელექტორალური კოლეგიის 270 ხმა.

კომენტარები