ქართული ოცნება

კობახიძე ჩერგოლეიშვილზე: საქართველოს ერთერთი ევა ბრაუნი თავს დაესხა გერმანიის ელჩს

თავდასხმები ელჩებზე არის უმძიმესი მოვლენა, მითუმეტეს ფორმის გათვალისწინებით. დღეს იყო კიდევ ერთი თავდასხმა გერმანიის ელჩზე, სადაც ის ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს ერთერთი ევა ბრაუნი, თამარ ჩერგოლეიშვილს ვგულისხმობ, ხო, რომელიც იყო ცხრაწლიანი ფაშისტური რეჟიმის ერთერთი შემოქმედის მეუღლე, ის ელაპარაკება, ახსენებს გერმანელებს იმ მძიმე წარსულს, რაც ძალიან კარგად ახსოვთ გერმანელებს.

ძალიან კარგად უნდა გავიხსენოთ ჩვენ პირველ რიგში ის ცხრაწლიანი მძიმე წარსული, რომლის ერთერთი შემოქმედი იყო თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვებისკენ, სხვა ქვეყნებისკენ მითუმეტეს, ის ხელს ნუ გაიშვერს...

თქვა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღის ქრონიკაში. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა TV იმედთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ოპოზიციის ეგზოტიკური გამონათქვამებიდან" მისი ფავორიტია "ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით". ამაზე ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ "გერმანიის ელჩი წესით უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით, მითუმეტეს სხეულის ნაწილების დაწვაზე".

კომენტარები