პრინცი უილიამი

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა სამეფო მატარებლით ბრიტანეთში სამდღიანი ტური მოაწყვეს

The Week

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა სამეფო მატარებლით ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში სამდღიანი ტური მოაწყვეს, რომლის განმავლობაშიც, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს იმ ხალხსა და ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაეხმარნენ.

სამეფო მატარებელს სამეფო ოჯახის წევრების ტრანსპორტირებისთვის დიდი ბრიტანეთის ფარგლებში იყენებენ. 

ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სამდღიანი ტურის გამო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკაც დაიმსახურეს, მათი აზრით, იმ პირობებში, როდესაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დიდ ბრიტანეთში კვლავ მაღალია, არასაჭირო ვიზიტებისგან თავის შეკავება ყველას მართებს. 

კომენტარები