კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისში კორონავირუსით 65 წლის ექიმი გარდაიცვალა

AFP - Getty Images

ქუთაისში COVID-19-ით ინფიცირებული 65 წლის ექიმი გარდაიცვალა. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, გარდაცვლილი 10 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. 

"დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი, 65 წლის ქალბატონი, რომელიც ჩვენთან 10 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები". – თქვა ნოდარ მაღლაფერიძემ.

14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 1 337 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 191 063 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 161 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 839 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში სულ ინფიცირების 27 517 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები