გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობა: ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებულია, მათი რაოდენობა 150-მდე აღწევს

ქურციკები
აგროკავკასია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. 

როგორც სამინისტრო Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, დღეისათვის ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების რაოდენობა 150-მდეა გაზრდილი. 

"ქურციკი, იგივე ჯეირანი, რომელიც 60-იან წლებამდე საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, 2013 წელს, ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტი დაიწყო. პირველი თაობა, 10 ინდივიდი, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად, ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.

ქურციკის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები