თავდასხმა ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის კათედრალზე თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა [Video]

ნიუ-იორკის კათედრალის კიბეებზე, შობის წინ გამართული კონცერტის დასრულების შემდეგ შეიარაღებულმა პირმა ორი ნახევრად ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

კონცერტის მოსასმენად რამდენიმე ასეული ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი უკვე იშლებოდნენ, როდესაც სროლის ხმა გაისმა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ დეტექტივი, სერჟანტი და პოლიციის ოფიცერი. მათ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს.

თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, თუმცა ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ის პოლიციას უყვიროდა - "მომკალით". როგორც მოგვიანებით პოლიციის განცხადებიდან გახდა ცნობილი, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევი იყო. მას ზურგჩანთაში ჰქონდა თოკი, დანები, მავთული, ბენზინი და ბიბლია.

კომენტარები