ჯონ ლენონი

ჯონ ლენონის მკვლელობიდან 40 წელი გავიდა, მუსიკოსი პოლ მაკკარტნიმ და სხვებმა გაიხსენეს

NPR

1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში, საკუთარი სახლის შესასვლელთან ბითლზის დამფუძნებელი, ჯონ ლენონი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. მომღერალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ლეგენდარული მუსიკოსი 41 წლის იყო.

დამნაშავე, რომელმაც ლენონს ხუთჯერ ესროლა, მარკ ჩეპმენი, დღემდე ციხეშია. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ჩეპმენის მთავარი მოტივი ცნობადობის მოპოვება იყო.

40 წლის შემდეგ მუსიკოსი კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა გაიხსენეს.

"სევდიანი, სევდიანი დღეა, მაგრამ ჩემს მეგობარ ჯონს სიხარულით ვიხსენებ. ვამაყობ იმით, რომ ვიცნობდი და ვმუშაობდი ამ დიდებულ ლივერპულელთან". – წერს ბითლზის ყოფილი წევრი სერ პოლ მაკკარტნი.

"1980 წლის 8 დეკემბერს ჩვენ ჯონთან დამშვიდობება მოგვიწია. ვთხოვ ყველა რადიოსადგურს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში სიმღერა Strawberry Fields Forever ჩართოს. მშვიდობა და სიყვარული". – წერს კიდევ ერთი ბითლზის წევრი რინგო სტარი.

"საყვარელი ადამიანის სიკვდილი საშინელი განსაცდელია. 40 წლის შემდეგაც კი მე, შონს და ჯულიანს გვენატრება. "წარმოიდგინეთ ყველა ადამიანი მშვიდობიანად"(ციტატა ლენონის სიმღერიდან Imagine)". – წერს ლენონის ქვრივი იოკო ონო.

კომენტარები