მეცნიერი

15 წლის გამომგონებელი გამოცემა TIMES-ის გარეკანზე მოხვდა

BBC

გავლენიანმა გამოცემა Time-მა 2020 წლის ყველაზე წარმატებული ბავშვი გამოავლინა. ჟურნალის გარეკანზე 15 წლის გამომგონებელი კოლორადოდან, გიტანჯალი რაო მოხვდა.

თინეიჯერ მეცნიერს წყალში ტყვიის აღმომჩენი მოწყობილობა და კიბერბულინგის აღმომჩენი აპლიკაცია აქვს შექმნილი. გიტანჯალი გამოცემამ 8-დან 16 წლამდე ასაკის 5000 ამერიკელს შორის ამოარჩია. 

რაოს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის 11 წლის ასაკში ახალგაზრდა მეცნიერის საპატიო მედალი. წლის დასაწყისში გამომგონებელს ინტერვიუ ანჯელინა ჯოლიმ ჩამოართვა.

"როგორც წესი, ფილმებში მეცნიერები ასაკოვანი თეთრი კაცები არიან. მე ვშრომობ იმისთვის, რომ დავამსხვრიო ეს სტერეოტიპი და სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციო". – ამბობს რაო ჯოლისთან ინტერვიუში.

კომენტარები