ყაჩაღობა ნოჯიხევში

"დამაგდეს, გამსკოჩეს, თავში წიხლები მირტყეს" – ნოჯიხევში პენსიონერი აწამეს და გაძარცვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში თავდამსხმელები ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრნენ და პენსიონერი ცხელი უთოთი აწამეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა.

"დამაგდეს ქვევით. გამსკოჩეს, ხელები უკან... იმდენი მირტყეს თავში წიხლი, ჩქარა ფულიო, ბიჭო, ეგერ მაქვს რაღაც ორი კაპიკი, მე არ ვმუშაობ, არაფერი მაქვს და წაიღეთ მეთქი. ცოდო ვარ, ყველაფერი წაიღეთ რაც მაქვს, ოღონდ არ მომკლათ - მეთქი". - ამბობს დაზარალებული. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები