პრემია/დანამატები

მაჭავარიანი: არც სამხარაულის ბიურო და არცერთი უწყება დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს

დაუსაბუთებლად კომპენსაციების გაცემა არ ხდება არც ერთ უწყებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც სამხარაული და არცერთი სახელმწიფო უწყება დაუსაბუთებულ პრემიას არ გასცემს. თუ რაღაც დოკუმენტაცია არის მოსაწესრიგებელი ან სხვა ტიპის ბაზა შესაქმნელი, ეს სხვა საკითხია. ეს შეიძლება ფორმის საკითხი იყოს. ხშირად არის, როდესაც სახელმწიფო აუდიტი რაღაც საკითხებზე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, მათ შორის ფინანსთა სამინისტროზე, ეს არის მათი ფუნქცია, ეს სწორია, მაგრამ შინაარსობრივად მე არ მგონია, რომ იქ უსაფუძვლო [პრემიები] ყოფილიყო გაცემული.

უპასუხა ფინანასთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა კითხვას, რომელშიც მოყვანილი იყო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 2018-2019 წლებში 526 038 ლარის ოდენობის დანამატი თანამშრომლებს დაუსაბუთებლად მისცა.

კომენტარები