კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვთხოვ საეკლესიო წინამძღვრებს და მრევლს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია

საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი.

ამიტომ, ეს არის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ ვიყოთ აუცილებლად პირბადით, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ, დავიცვათ დისტანცია.

დეკემბერი და იანვარი იქნება შედარებით მძიმე, იმიტომ, რომ ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია, გრიპი, კოვიდი თუ სხვა, ანუ მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ, დისტანცია, ხელების დამუშავება, პირბადე, ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა.

ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით, სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და მოხდეს ეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საეკლესიო პირების დაინფიცირებასა და გარდაცვალებაზე

კომენტარები