გრიპის ვაქცინა

გამყრელიძე: მოვხსენით ყველა ბარიერი, ყველას შეუძლია, გრიპის ვირუსზე აიცრას

ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. ამიტომ, ვსარგებლობ შემთხვევით -  გრიპის ვაქცინა არის საკმარისი რაოდენობის, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია, პოლიკლინიკებში მივიდეს და აიცრას. ჯერ კიდევ ამის დრო არის, ქვეყანაში არის საკმარისი რაოდენობის, 60-65 000 დოზა გრიპის ვაქცინის და გთხოვთ, ისარგებლეთ იმ შემოთავაზებით, რაც სახელმწიფომ გააკეთა.

გავაფართოვეთ, მასწავლებლებს ვთხოვეთ, რომ ჩაერთონ, ასევე მოვხსენით თანმხლები დაავადებები 65 წელს ზემოთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალბატონებს, მათთვის მთელ სეზონზე იქნება შენახული გარკვეული დოზები, იმიტომ, რომ ორსულობა გახლავთ ერთ-ერთი ასეთი ტარგეტი გრიპის ვირუსისთვის და სასურველია, რომ ყველა ორსული ქალბატონი აცრილი იყოს ხოლმე...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები