ვიგო მორტენსენი

"არ მგონია პრობლემა, რომ გეი პერსონაჟი ვითამაშე" - ვიგო მორტენსენმა კრიტიკას უპასუხა

ვიგო მორტენსენმა 2020 წლის ფილმ Fallen-ში გეი პერსონაჟის შესრულების გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა, რომ ჰეტეროსექსუალმა ჰომოსექსუალის როლი არ უნდა ითამაშოს და თქვა, რომ ეს პრობლემა არ ჰგონია.

ფილმი, რომლის სცენარისტიც და რეჟისორის თავად მორტენსენია, პირველად იანვარში სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენეს. დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში ის მიმდინარე კვირაში გამოვა.

ვიგო მორტენსენი გეი კაცის როლს ასრულებს, რომელიც სახლში თავის ქმართან ერთად ცხოვრობს და ამის მიუხედავად, ჰომოფობ მამას მათთან ცხოვრებას შესთავაზებს, რადგან მას დემენცია აქვს.

"ჩემი აზრით, ჯანსაღია, როდესაც ასეთი თემები აქტუალური ხდება. მოკლე პასუხია, რომ ეს არ მგონია პრობლემა. და ამის შემდეგ ადამიანები მეკითხებიან - რაც შეეხება ტერი ჩენს, რომელიც ფილმში ჩემი ქმრის როლს ასრულებს, ჰომოსექსუალია? ამაზე პასუხი არის არ ვიცი და არასდროს ვყოფილვარ ისეთი მოურიდებელი, რომ კასტინგზე მსახიობისთვის ეს მეკითხა.

და საიდან იცით, რა არის ჩემი ცხოვრება? თქვენ ამტკიცებთ, რომ მე ჰეტეროსექსუალი ვარ. შეიძლება ვარ, შეიძლება არა. ეს თქვენი საქმე საერთოდ არ არის". - თქვა მსახიობმა.

კომენტარები