ფაშინიანი: სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების "ყველა ყველაში" გაცვლის პრინციპზე შეთანხმდა

ნიკოლ ფაშინიანი
mediamax

მთიანი ყარაბაღის რეგიონის ომში დაპირისპირებული სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ტყვეებს გაცვლიან პრინციპით "ყველა ყველაში".

ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა სიები წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას წარუდგინეს. 

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ომის მიმდინარეობისას დატყვევებულ პირებს, არამედ იმ პირებსაც უნდა შეეხოს, ვინც ომის დაწყებამდე ჩავარდა ტყვედ. 

ფაშინიანს არ უხსენებია, აპირებს თუ არა გადადგომას.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები