კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ვიყავი და ვარ ოცნების მხარდამჭერი, მაგრამ დაპირისპირება მქონდა მინისტრთან

თავიდან ხომ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, მე, ამირან გამყრელიშეს და პაატას, რომ აი, ოცნების მხარდამჭერები ვართ და მათ ღონისძიებებს რატომ ვესწრებით ან რაღაც ასეთი. ვერ გავიგე, თუკი იურისტი ესწრება, სპორტსმენი, ხელოვანი, ექიმს რატომ არ შეუძლია დასწრება, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. რატომ უნდა იყოს ექიმი აუცილებლად აპოლიტიკური? და სპორტსმენი, ხელოვანი, იურისტი და მშენებელი პოლიტიკური.

ვიყავი მე და ვარ ოცნების მხარდამჭერი, მაგრამ დაპირისპირება მქონდა მინისტრთან და არამარტო ამ მინისტრთან, სერგეენკოსთანაც და მე ამას ღიად ვამბობ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები