ლატვია - რუსეთი

ლატვიაში რუსი ჟურნალისტები Russia Today-სთან თანამშრომლობით სანქციების დარღვევისთის დააკვეს

GETTY IMAGES

ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა 3 დეკემბერს Sputnik-ის და Baltnews-ის რამდენიმე ჟურნალისტი დააკავა.

დაკავებულებს შორის არიან Baltnews-ის ყოფილი რედაქტორი ანდრეი იაკოვლევი, ჟურნალისტი ანდრეი სოლოპენკო და ალა ბერეზოვსკაია და პუბლიცისტი ვლადიმირ ლინდერმანი. ჟურნალისტები დაკავების შემდეგ დაკითხეს და გაათავისუფლეს.

Sputnik-ის თანახმად, რამდენიმე ჟურნალისტს Russia Today-სთან თანამშრომლობით ევროკავშირის სანქციების დარღვევაში სდებენ ბრალს.

30 ივნისს ლატვიაში მაუწყებლობა აეკრძალა Russia Today-ის შვიდი არხს. ლავტვიური მხარის განცხადებით Russia Today დმიტრი კისელიოვის მმართველობის ქვეშაა. კისელიოვს ევროკავშირმა უკრაინაში რუსული აგრესიის პროპაგანდისთვის სანქციები დაუწესა. კისელიოვი Russia Today-ისთან კავშირს უარყოფს. ამჟამად არხის ოფიციალური ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კისელიოვისთვის დაწესებული სანქციები ვერ გავრცელდება ყველაზე, ვინც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Russia Today-თან  თანამშრომლობს. უწყების თანახმად, ეს საკითხი ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე დაისმება.

კომენტარები