ლატვია - რუსეთი

ლატვიამ 9 რუსული ტელეარხი აკრძალა

RFE/RL

 

ლატვიამ 9 რუსული ტელეარხი "Vremya: dalekoye i blizkoye", "Bobjor", "Dom Kino", "Dom Kino PREMIUM", "Muzika Pervogo", "O!", "Poyekhali", "TELECAFE" and "Peterburg – 5 kanal" აკრძალა. არხების თანამფლობელს ევროკავშირის სანქციები ეხება - სწორედ ესაა აკრძალვის მიზეზი. 

არხები ეკუთვნის ჰოლდინგს, რომლის მთავარი ბენეფიციარი რუსი მილიარდერი და "პუტინის პირადი ბანკირი" იური კოვალჩუკია. კოვალჩუკის ეროვნული მედია ჯგუფი მედია ალიანსის 80%-ის მფლობელია. 

კოვალჩუკს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს დაწესებული ევროკავშირის სანქციები ეხება.

ლატვიის მხარის ინფორმაციით, აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ იური კოვალჩუკს ევროკავშირის სანქციები ეხება.

აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ტელევიზიებს აკრძალვის შესახებ შეატყობინებენ. 

ლატვიური ბაზრის კვლევითი კომპანიის Kantar TNS ოქტომბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ლატვიელი მაყურებელი ტელევიზორთან გატარებული დროის 3.7% Kanal 5-სა და Dom Kino-ზე მოდიოდა.

კომენტარები