ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი

ბოლო 5 წელში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

ბოლო 5 წლის განმავლობაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით, 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.


ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

ცნობისთვის, სექტემბერ-ოქტომბერი ირმის მყვირალობის პერიოდია. ამ დროს ხარირემი ამაღელვებელი ბღავილით პარტნიორს მოუხმობს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მყვირალობის პერიოდში რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან შესაბამის უბნებზე და ირმის პოპულაციას აღრიცხავენ.

"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, ამიტომ სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერებისა და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით".

კომენტარები