კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 945 მოქალაქე დააჯარიმეს

საქართველოს საპატრულო პოლიცია

სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 83, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის - 945 მოქალაქე დააჯარიმეს. 2 000 ლარით დაჯარიმებულ 83 პირს შორის არიან ისინიც, ვინც ე.წ კომენდანტის საათი დაარღვია. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები". – აცხადებს შსს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარის ოდენობით ჯარიმდება, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა – 2 000 ლარით.

კომენტარები