კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 058 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 466 მართვით სუნთქვაზეა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 058 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 466 მართვით სუნთქვაზეა.  

მძიმე პაციენტებიდან თბილისში 507 მკურნალობს, აჭარაში - 154, იმერეთში კი - 223. მართვით სუნთქვაზე თბილისში 215 პაციენტია, აჭარაში - 119, იმერეთში - 47. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 033 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი.

2 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 143 376 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 121 621 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 342 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 20 387 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები